სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქსტატიდან" აცნობეს, ჭეილიძე ორი დღის განმავლობაში ექვსი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელს შეხვდება. მათ შორისაა დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაცია, მენაშენეთა ასოციაცია, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია, ტურიზმის ასოციაცია, ასევე ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია.
დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრების მიზანი "საქსატასა" და ასოციაციებს შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაა.
შეხვედრების ფარგლებში, "საქსტატსა" აღნიშნულ ასოციაციებს შორის ურთიერთანამშორმლობის მემორანდუმები გაფორმდება.
უახლოეს მომავალში, "საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი სხვა დარგობრივ ასოციაციებსაც შეხვდება.