უბლოკო სტატუსს მხარს არ უჭერს უმრავლესობა. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ქართული ხელისუფლება ამას არასდროს შეეგუება.
”უბლოკო სტატუსი ეს არის სტატუს ქვოს აღიარება, ეს არის ოკუპაციის აღიარება, ეს არის ფაქტობრივად ის, რაც რუსეთს უნდა, ეს არის საქართველოს ბუფერულ ზონად გადაქცევა, ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ ქართული საზოგადოება, ხელისუფლება ამას არასდროს არ შეეგუება,“ - განაცხადა სესიაშვილმა.
ბურჯანაძის ინიციატივა ოპოზიციისთვისაც მიუღებელია და მიაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ წასვლა.