დღეს, 28 მაისს, სოფიაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მით უმეტეს, Bშჩ-სთან, სადაც ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილება. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ორგანიზაციის მიმართ კრიტიკულად ვართ განწყობილი, რადგან იქ ისეთი ქვეყნები შედიან, როგორიცაა რუსეთი, რომელთანაც პოლიტიკურ კუთხით რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გავქვს", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი შეფასებით, მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ქართული მხარე შავი ზრვის ეკონომიკური ორგანიზაციის მინისტერიალს მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
კალანდაძის განმარტებით, მინისტერიალზე საქართველოს დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, რომ როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური საკითხები განიხილოს და მიღებულ რეზოლუციას თან განცხადება დაურთოს, სადაც საუბარი იქნება რუსეთის მიერ აღებულიო საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.