უახლოეს პერსპექტივაში მსოფლიო ეკონომიკის ზრდა ართანაბარი და ნელი იქნება, რაც დასაქმების ბაზარს ვერ ააღორძინებს. ამის შესახებ გაეროს მოხსენებაშია ნათქვამი.
მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო მშპ მიმდინარე წელს 3 პროცენტით, 2011 წელს კი 3,1 პროცენტით გაიზრდება.
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რობერტ ვოსის თქმით, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების არსებული ტემპები გაუმჯობესდა, თუმცა მსოფლიოში უმუშევართა რაოდენობა იზრდება, რადგან ეკონომიკის აღდგენა ძირითადად ბიუჯეტის სტიმულირების ღონისძიებებზეა დამოკიდებული. ფინანსურ ბაზრებზე შენარჩუნებულია არასტაბილურობა, სამომხამრებლო მოთხოვნა კი სუსტი რჩება.
რობერტ ვოსმა ხაზი გაუსვა საბერძნეთში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და ირლანდიაში ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას. მისი თქმით, საბერძნეთის კრიზისმა მთელს ევროზონას დიდი საფრთხე შეუქმნა.