„სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ხვალ ჯანდაცვის პრესკლუბში პარტიის წინასაარჩევნო ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. პარტიის ინფორმაციით, პრეზენტაციაში განხილული იქნება ჯანდაცვის სფეროს დღევანდელი გამოწვევები, მათ შორის - პროგრამების არახარჯთეფექტურობა, მიღებული სერვისების დაბალი ხარისხი, უკონკურენტო გარემო და გაზრდილი ფასები.
პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ კონკრეტული ინიციატივები: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კორექტირებისთვის საჭირო ნაბიჯები; ჯანდაცვის პროგრამების ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიებით (სოფტებით) დროული და ეფექტური უზრუნველყოფა; სამედიცინო განათლებისა და დიპლომის შემდგომი უწყვეტი განათლების საკითხები და საქართველო - ჯანდაცვის განვითარების რეგიონული ჰაბი.