თბილისის მერი დავით ნარმანია და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ნუცუბიძის #221-ის I, II, III და IV კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა.
მისამართზე უკვე დასრულდა საყრდენი კედლის მშენებლობა.