„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ირმა ნადირაშვილისა და სერგი კაპანაძის განცხადებით, თავდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრების შეცვლა, არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის, რადგან ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა გვაქვს.
„წითელაშვილის ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვანა თუ რამდენად რთული ვითარებაა თავდაცვის სამინისტროში და ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. იზორიას თავდაცვის მინისტრთად დანიშვნა, რომელიც სუსიდანაა, კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის არასერიოზულ და უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ქვეყნის თავდაცვის უწყების მიმართ.
ზოგადად, ივანიშვილის მარიონეტების გადაადგილება არ ცვლის ვითარებას და ვითარების შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 8 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დასრულდება“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
სერგი კაპანაძის თქმით კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეცვლა ვერ იქნება ამ უწყების პოლიტიკის შეცვლის საფუძველი.
„რეალურად პოლიტიკა იგივე რჩება, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო. მინისტრის მოადგილის მინისტრად გადაყვანა ფუნდამენტურად არაფერს შეცვლის.“