პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ქეთევან ციხელაშვილი წარადგინა.
თინათინ ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეს ოფიციალურად დატოვეს.
პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ხიდაშელისა და ზაქარეიშვილის განცხადებები რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა.