ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე თანამდებობიდან ვერ გადააყენეს. მის გადაყენებას მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. გადაყენებისთვის 18 ხმა იყო საჭირო. 10 დეპუტატი წინააღმდეგი წავიდა, 4 ბიულეტენი კი გაბათილდა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარლამენტის წევრები, ნოდარ ებანოიძე და თამარ ხიდაშელი ესწრებოდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პოლიტიკურად მოტივირებულია.