1-ელ აგვისტროს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ეწვევა.
დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ასევე პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.