ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვების მიხედვით, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტია მისცემდით ხმას, "ქართულ ოცნებას" 17% აქვს.
გამოკითხულთა 14% ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა," ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" 4%, "პატრიოტთა ალიანსი" 3%.
გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს გამოკითხულთა 38%, სხვა პოლიტიკური გაერთიანებები - 7%. ხოლო კითვაზე პასუხი არ გასცა 13%-მა, არც ერთ პარტია არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 5%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველო მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.