ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "ტექნო ბუმმა"პირველი წარმატება უკვე დააფიქსირა ყოველდღიური სავაჭრო ბრუნვა უკვე 60-70 ათას ლარს აღწევს, რასაც კომპანიის მენეჯემენტი ძალიან წარმატებულად აფასებს "ტექნო ბუმის" გენერალური დირექტორის ეთერ ქოქოლაძის განცხადებით, კომპანიის ოთხივე მაღაზიაში მომხმარებელთა რიგებია, რაც მისი თქმით, საზოგადოების დიდი მხარდაჭერის და საინტერესო შეთავაზებების შედეგია.
"ტექნო ბუმი" ტექნიკის მაღაზიათა ქსელია, რომელიც ბაზარზე 20 მაისს გამოჩნდა და ოთხი მაღაზია გახსნა, ორი თბილისში, ორი კი-ბათუმში. მაღაზიებში მსოფლიო ბრენდების კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკა საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად იყიდება, კარგად მუშაობს როგორც ნაღდი ასევე განვადების სისტემა.
"ტექნო ბუმი" საცალო და საბითუმო ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს და წლის ბოლომდე თბილისში და ბათუმში ბუმის ცენტრებს გახსნის. უახლოეს ორ კვირაში კი ქსელში კიდევ ერთი ახალი ევროპული ბრენდის პროდუქცია გამოჩნდება.