ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს მედიას 27 ივლისს წარუდგენენ. პარტიების რეიტინგების შესახებ ახალი კვლევების პრეზენტაციას კი, 29 ივლისს გამართავს.
„27 ივლისის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, მედიასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მიგნებები“, - ნათქვამია NDI-ის საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გაიმართება.
NDI-ს ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გაიმართება.