საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხვდება.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან ბოლო დროს მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ესაუბრება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს. ეს სავარაუდოდ, გიორგი პაპუაშვილის და არასამთავრობო ორგანიზაციების დაანონსებულ შეხვედრაზე მოხდება.