საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.
„მიუნხენის სამართალდამცავებმა გამოაცხადეს განსაკუთრებული შემთხვევის რეჟიმი და პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე თავი აარიდონ სახლიდან გამოსვლას,“- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
გერმანიის ქალაქ მიუნჰენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს + 491 62 88 55 303.