დღეს, 27 მაისს, აჭარის სააღსრულებო ბიურო სასტუმრო "ინტურიტს" განმეორებით იძულებით საჯარო აუქციონზე გაყიდის.
"ინტურისტის" ქონების საწყისი გასაყიდი ფასი განახევრებულია და იგი 17 561 107 ლარს შეადგენს. პირველ აუქციონზე, სადაც საწყისი ფასი 35 161 200 ლარს შეადგენდა, განაცხადი ყიდვაზე არავის წარუდგენია. ქონება მთლიანად 70 322 401 ლარადაა შეფასებული
უძრავი ქონება "საქართველოს ბანკში" იპოთეკითაა დატვირთული. საკრედიტო ხაზი 3 მლნ აშშ დოლარის მოცულობისაა წლიური 10-22 პროცენტით.
აუქციონი გამოცხადებულია ბათუმში, ნონეშვილის ქუჩა # 11-ში არსებული 5 460 კვ.მეტრ მიწის ფართზე და 10528 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე. შენობა ოთხსართულიანი კეთილმოწყობილი სასტუმროა.
ბათუმის სასტუმრო "ინტურისტი" 2004 წელს რუსეთში მომუშავე ქართველმა ბიზნესმენმა ლევან თურმანიძემ 3.2 მლნ აშშ დოლარად იყიდა. 2007 წელს კი, მფლობელი კომპანიისგან სასტუმრო იჯარით კომპანია "ფემეს ინვესთმენთ ენდ ჰოლდინგმა" აიღო.
როგორც "ჯი-ეი-ეიჩ-ენს" აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლემა ლაშა მელიქაძემ განუცხადა, კომპანიას სასტმრო 10-წლიანი მართვის უფლებით აქვს აღებული და მას თუ რა პრობლემები შეექმნა მფლობელსა და ვის მიმართ რა ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, მმართველ კომპანიას არ ეხება. "ინტურისტი~ ამ დროისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.