ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის საარჩევნო პროგრამის საგარეო პრიორიტეტები წარადგინა, სადაც აღინიშნა, რომ მათი პრიორიტეტი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატოსთან დაახლოება იქნება.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გავაგრძელოთ, უზრუნველვყოთ არა მხოლოდ უსწრაფესი ვიზალიბერალიზაცია, არამედ დავიწყოთ უკვე მუშაობა პოსტ ვიზების დღის წესრიგზე. ჩვენი ამოცანაა, საქართველო მივიყვანოთ, რაც შეიძლება ახლოს ნატოს წევრობასთან,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სერგი კაპანაძის თქმით, კი ორიენტირებულები არიან მშვიდობიან დიალოგზე ცხინვალისა და აფხაზეთის მოსახლეობასთან.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარტიის საგარეო პრიორიტეტი საქართველოს უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფის კონკრეტულ ხედვას ითვალისწინებს.