ფრაქცია "ქართლი ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, 20 ივლისს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება. როგორც ვოლსკიმ ჟრნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიუროზე საუბარი ძირითადად საშემოდგომო სესიიის მომზადებასთან დაკავშირებით იქნება.
,,საუბარი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. შევთანხმდით, რომ საკითხები, რომელიც ეხება საშემოდგომო სესიის მომზადებას, ორგანიზებულად და ტექნიკურად უნდა მოგვარდეს. ეს იქნება დღის წესრიგის თემები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.