საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში იმერეთის რეგიონის ამომრცევლებტან შეხვედრისას მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ქუთაისის 47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის 48-ე ოლქში დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის 49-ე ოლქში კობა ნარჩემაშვილი, წყალტუბოში - ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში - შალვა კიკნაველიძე, თერჯოლა-ტყიბულში - ელგუჯა გოცირიძე, საჩხერეში - პაატა კვიჟინაძე, ვანი-ხონის ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი, ჭიათურაში სულხან მახათაძე, ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში კობა ლურსმანაშვილი, სამტრედიაში გია მიქელაძე.