ქუთაისში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დღეს დაიწყება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კამპანიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.
"ამავე ღონისძიებაზე დასახელდება იმერეთის მხარის თერთმეტივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი“, - აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
კანდიდატების წარდგენა 18 ივლისს, ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება.