საბურთალოზე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, საარჩევნო შტაბის უფროსმა ნიკა მელიამ და სანდრა რულოვსმა მაჟორიტარობის კანდიდატები ჯარჯი დოლიძე და სევდია უგრეხელიძე წარადგინეს.
დავით ბაქრაძემ პარტიის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ გეგმაზე გაამახვილა ყურადღება.
“საბურთალოზე წარვადგინეთ ძალიან კარგი და ძლიერი კანდიდატები, ადამიანები ვინც ყველაფერს გააკეთებენ ჩვენ გუნდთან ერთად, რომ ქვეყანა მიდიოდეს წინ, ვითარდებოდეს ეკონომიკა, იქმნებოდეს ახალი სამუშაო ადგილები,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ადგილობრივებს კანდიდატურების მხარდაჭერისკენ მოუწოდა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა.