პოლიტიკურმა მოძრაობამ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მორიგი კვლევის შედეგები მიიღო.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ გახდა ცნობილი კვლევა ივნისის ბოლოს ჩატრადა და მასში საქართველოს დიდ ქალაქებში მცხოვრები 1200 რესპოდენტი მონაწილეობდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ რეიტინგში მესამე ადგილზეა და მას რესპოდენტების -12% უჭერს მხარს.
კითხვაზე „ვის დაუჭერთ მხარს საპარლამენტო არჩევნებში?“ პასუხი არ გასცა მხოლოდ 24%-მა.
კვლევის საბოლოო შედეგებით, პირველ და მეორე ადგილზე მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის სხვაობა 1%-ს შეადგენს.
კვლევაში პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგი ასე გამოიყურება:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 19%
მმართველი პარტია - 18%
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 12%
„ალასანია- თავისუფალი დემოკრატები“ – 7%
„შალვა ნათელაშვილი- ლეიბორიტული პარტია“ – 6%
ორმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი- გაერთიანებული ოპოზიცია - 3%
ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა - 3%
სხვა - 8%
არ ვიცი/უარი პასუხზე- 24%
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიათა საარჩევნო რეიტინგში სტაბილურად მესამე პოზიციაზეა.