დღეს, 15:00საათზე თბილისის სპორტის სასახლეში ''ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების'' რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართება. ყრილობაზე პარტიისთავმჯდომარე ირაკლი ალასანია დაასახელებს პარტიის ძირითად ოც მოთამაშეს, რომელებიც იქნებიან ''თავისუფალი დემოკრატების'' პარტიის ლოკომოტივი 2016 წლისარჩევნებისთვის.
ოცეულის წარდგენასთან ერთად ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალმა დამოკრატების" რიგით მეოთხე ყრილობაზე წარდგენილი იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები,როგორც რეგიონების, ასევე თბილისის მასშტაბით თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში. ყრილობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა პარტიის ახალი ლოგოს წარდგენას, აირჩევაახალი გამგეობა და გატარდება ყველა ის პროცედურული ღონისძიება, რომელიც თან ახლავს ყრილობას.