სასტუმრო ”შერატონ ბათუმში” 16-17 ივლისს, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის კონგრესი გაიმართება. ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრის, მეიოს კლინიკის ამერიკელი ექსპერტებიც დაესწრებიან.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, კონგრესის ერთ-ერთი ძირითადი თემა პედიატრიული ნეფროლოგია და გენეტიკა იქნება, სადაც უცხოელი კოლეგები თირკმლის უწყვეტ ჩანაცვლებით თერაპიაზე მოხსენებებს წაიკითხავენ. ამერიკელი ექსპერტები ვიზიტის ფარგლებში ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის ნეონატოლოგებისთვის ვორქშოფებსაც ჩაატარებენ.
აჭარაში საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის კონგრესი „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ეგიდით ტარდება.