აჭარის მთავრობა გადაყენებულია. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის დეპუტატებტან შეხვედრა ფარსი იყო.
"ეს იყო ფარსი, დეპუტატებთან შეხვედრა, გადაუწყვეტია ყველაფერი პრეზიდენტს. ეს რეგიონის ინტერესების უგუველყოფა და შეცდომაა",- აცხადებს ზამბახიძე.
კანონმდებლობით პრეზიდენტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ორ შემთხვევაში შეუძლია დანიშნოს რწმუნებული: როცა გადააყენებს ან უნდობლობას გამოუცხადებს მთავრობას.
პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები, იმის შესახებ, რომ უმაღლესმა საბჭომ აირჩიოს მთავრობის თავმჯდომარე. არჩილ ხაბაძის პოსტს კი, სწორედ ზურაბ პატარაძე დაიკავებს.