14 ივლისს, 10.00 საათზე, ბათუმში გაიხსნება რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპულიგზა- სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება", რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში,იოჰანეს ჰანთან. 11:30 საათზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დაგაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გაკეთებენ.
კონფერენციაზე გაინიხილება შემდეგი თემები: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქალაქო საზოგადოებისჩართულობის გაძლიერება, ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.