მთავრობის მიერ შეტანილი კანონპროექტის განხილვისას, პარლამენტარებს პრინციპულ საკითხებზე თანხმობა არ აქვთ, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბირიფინგზე.
მისი თქმით, პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ მოეწვია პარალამენტის რიგგარეშე სესია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების საბოლოოდ მისაღებად. თუმცა, დეპუტატების მხრიდან დაინტერესება და სურვილი, სასამართლო სისტემაში ცვლილებების გასატარებლად ნაკლებია, რაც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების შთაბეჭდილებას ქმნის.
„გაუგებარი და გასაკვირია, ცალკეული დეპუტატების კომენტარებიც, რომ მესამე მოსმენის წინ, როდესაც ხდება მხოლოდ ტექნიკური და სარედაქციო ჩასწორებები, მთავრობის მიერ შეტანილი კანონპროექტის განხილვისას, პარლამენტარებს პრინციპულ საკითხებზე თანხმობა არ აქვთ.
პრეზიდენტის აზრით, ეს ყოველივე, კიდევ ერთხელ ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლოს რეფორმირებისა და გაჯანსაღების საკითხში, პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები არც უმრავლესობაში, არც საპარალამენტო უმცირესობაში.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ფუნდამენტური და დროული რეფორმა“, - განაცხადა მიშველაძემ.