14-15 ივლისს, ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„პრეზიდენტი საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს, საქართველოს ევროპულ მომავალზე და ქვეყნის როლზე საერთო ევროპულ სივრცეში. კონფერენციის ფარგლებში შედგება შეხვედრები ევროპელ მაღალჩინოსნებთან“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.