გიგლა აგულაშვილმა შესაძლოა რესპუბლიკური პარტია დატოვოს და ქართულ ოცნებაში გადავიდეს.
შედეგად, კურიერის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი პოსტს შეინარჩუნებს, დანარჩენი რესპუბლიკელი მინისტრების საკითხი კი
რამდენიმე საათში უნდა გაირკვეს. პარტიაში ბრიფინგი 12 საათზეა ჩანიშნული.
არც აგულაშვილმა და არც რესპუბლიკური პარტიის სხვა წევრებმა რუსთავი 2-ის სატელეფონო ზარებსა და კითხვებს არ უპასუხეს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე არ საუბრობენ ქართულ ოცნებაშიც.
გიგლა აგულაშვილი რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო და სამთავრობო გუნდის დახურულ შეხვედრას არც გუშინ დასწრებია.
„არ ვიცი მაგათი შეხვედრის თაობაზე, მხოლოდ მედიის საშუალებით შევიტყვე. თუ ჩაერთვნენ პარტიის სახელით წინასაარჩევნო ბრძოლაში, გასაგებია, რომ წავლენ. თუ არ ჩაერთვნენ და დარჩნენ ხელმძღვანელებად, მაშინ პრემიერმინისტრი გადაწყვეტს,“- აღნიშნა გია ვოლსკიმ.