ჩინეთის ნავთობისა და გაზის კომპანია Petrochina უახლოესი 10 წლის განმავლობაში, 60 მლრდ დოლარის ინვესტორებას გეგმავს.
კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ცზიან ცზემინის განცხადებით, აღნიშნული თანხა საზღვარგარეთ მდებარე ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებაში ჩაიდება, რათა ნავთობისა და გაზის ყოველწლიური მოპოვება გაიზარდოს.
"კომპანია სამუშაოებს ცენტრალურ აზიაში, შუა აღმოსავლეთში, აფრიკაში, ასევე ამერიკაში განახორიელებს. კომპანია გეგმავს 2020 წლისთვის ნავთობისა და გაზის ყოველწლიური მოპოვება 400 მლნ ტონა სანავთობო ექვივალენტამდე გაზარდოს", - განაცხადა ცზიან ცზემინიმ.
Petrochina ჩინეთის ნაციონალური ნავთობისა და გაზის კოპორაციის (CNPC ) შვილობილი კომპანიაა.
რაც შეეხება მის საქმიანობას ირანში, ცზემინის თქმით, კომპანიას ქვეყანაში მსგავსი საქმიანობის გაფართოების შესახებ გეგმები არ აქვს.
"ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს ირანში საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, არსებული კანონებისა და საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში. წელს ირანში ექსპლუატაციაში შევა კომპანიის მცირე ნავთობპროექტი. წელიწადში მისი სიმძლავრე 1 მლნ ტონა ნავთობის მოსაპოვება იქნება", - განაცხადა Pეტროცჰინა-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ.