ლარში სესხების ზრდა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება. ამის შესახებ საქართველოს ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტში (მპკ) აცხადებენ.
კომიტეტის წარმომადგენელთა განმარტებით, ბოლო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობის ზრდამ, თავის მხრივ, ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებლის ზრდა განაპირობა.
"უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს ჯერ კიდევ კლების ტენდენცია აქვს. ლარით სესხების ზრდა მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდისათვის, აგრეთვე ხელს შეუწყობს მომავალში ეკონომიკის საგარეო რისკის შემცირებას", - აცხადებენ კომიტეტის წევრები.