საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ესპანეთმა ეკონომიკური ვითარების გასაჯანსაღებლად ფართომასშტაბიანი რეფორმები უნდა განახორციელოს.
ესპანეთის სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობამ, ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს ხელმძღვანელობით, უკვე მიიღო მოქმედებათა გეგმა, რომელმაც ბიუჯეტის დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 11 პროცენტიდან 6 პროცენტამდე უნდა შეამციროს 2011 წლისთვის.
როგორც საერთაშორისო სავალუტი ფონდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ევროკავშირის ქვეყნებში შემავალი ქვეყნებისთვის ბიუჯეტის დეფიციტის ზღვარი 3 პროცენტის დონეზეა განსაზღვრული.
ამასთან, ფონდი ესპანეთის კიდევ ერთ სერიოზულ პრობლმად უმუშევრობის მაღალ დონეს მიიჩნევს, რომელიც ქვეყნაში 20 პროცენტს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ უიმედოა მდგომარეობა ესპანეთის უძრავი ქონების ბაზარზე, მაღალია კერძო სექტორის დავალიანება, სუსტია კონკურენცია და დაბალია შრომის ნაყოფიერება.
საერთაშორისო სავალუტი ფონდი ესპანეთის ხელისუფლებისგან ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად უფრო ხისტ ზომებს ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები