საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველ ადგილს მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, ფეროშენადნობები იკავებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფეროშენადნობების წილზე მთალიანად ექსპორტის 16 პროცენტი მოდის და 72 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი და 50 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ექსპორტის 11 პროცენტი იყო.
მესამე ადგილზე შავი ლითონების ჯართმა გადაინაცვლა. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი 16 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 35 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, აზოტოვანის სასუქების ექსპორტმა 28 198 900 აშშ დოლარი შეადგინა, დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი კი - 28 179 300 აშშ დოლარს შეადგენს.
მთლიანად მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან ექსპორტი 466 121 300 აშშ დოლარზე დაფიქისრდა.