მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 5 პროცენტზე შენარჩუნდა.
გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სხდომაზე მიიღო.
კომიტეტის წარმომადგენელთა განმარტებით, ინფლაციის დინამიკა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. 2010 წლის აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული მონაცემი 6 პროცენტის ფარგლებში იქნება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2010 წლის 23 ივნისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები