1 და 2 ივლისს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგები შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსავლენად უფასო კარდიოლოგიურ გასინჯვებს ჩაატარებენ.
პაციენტები მიიღებენ კარდიოლოგის კონსულტაციას, ასევე ჩაუტარდებათ ელექტრო კარდიოგრაფია და გულის ექო - კარდიოგრაფია.
იმ პაციენტებს რომლებსაც აქციის ფარგლებში გულ- სისხლძარღვთა პათოლოგია გამოუვლინდებათ, ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისი“ ყველა საჭირო და აუცილებელ კარდიოლოგიურ მედიკამენტებს ერთჯერადად უფასოდ გადასცემს.
შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში კონსულტაციები 10:00 საათიდან 15:00 სთ-მდე გაგრძელდება.