27 ივნისს, 12:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გახსნის.
შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლები არასამათავრობო ორგანიზაციებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართება.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და გაროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.