ასეთი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე, პასუხი არის ცალსახა და ეს ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს არის, ალბათ ბოლო წლებში, ერთერთი ყველაზე უფრო ცინიკური მკვლელობა, რაც ჩვენ გვინახავს. არავის არ მატებს ღირსებას ასეთი ადამიანებისთვის ხელის დაფარება. ასეთი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე, პასუხი არის ცალსახა და ეს ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, იმის მიუხედავად, ჩვენ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ აფხაზეთის კანონმდებლობას. ეს არის ელემენტარული ადამიანური ღირსების საქმე, რომ ასეთი ტიპის მკვლელობას ადეკვატური პასუხი გასცე,“ - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს დე ფაქტო ხელისუფლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე.
შეგახსენებთ, რომ აფხაზური მხარის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს შინა პატიმრობა შეეფარდა.