ანაკლიაში წელს ორი სასტუმრო აშენდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა დღეს ზუგდიდიში, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, გარდა სასტუმროებისა, ანაკლიაში გაკეთდება ბულვარი და აშენდება ორი ხიდი, მათ შორის ერთი საცალფეხო იქნება.
გილაურის შეფასებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტრულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია წყალმომარაგების პროექტი, რომელზეც 28 მლნ ლარამდე დაიხარჯება; ასევე გაზიფიცირების პროექტი.