ფარმაცევტულმა კომპანია „ჯი-ემ-პიმ“ მინსკში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს ფარმაცევტულ კომპანიებს „სამაცივრე პრეპარატების წარმოების ხარისხის უზრუნველყოფის“ საკითხებში გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს სამი კონტიტენტიდან იღებდნენ. კონფერენციის ორგანიზატორი უფლებამოსილ პირთა საერთაშორისო ფარმაცევტული ასოციაცია იყო, მთავარი თემა - „სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფა“. ჯი-ემ-პის“ მოხსენების თემა იყო: „ცივი ჯაჭვის პროდუქტის წარმოებაში დანერგვის პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა“.
„ჯი-ემ-პი კონფერენციაზე საქართველოს სახელით წარსდგა და მონაწილეებს საკუთარი შვეიცარულ კომპანია „Hoffmann-La Roche“ ერთობლივი ლიცენზიით პრეპარატის წარმოების შესახებ გამოცდილება გაუზიარა. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით „ჯი-ემ-პის“ მიენიჭა უფლება შვეიცარიული პრეპარატის წარმოების ნაწილი საქართველოში გადმოტანილიყო. მონიტორინგს შვეიცარიული მხარე აწარმოებდა. ეს პირველი შემთხვევა იყო პოსტსაბჭოურ ქვეყანაში, როცა ასეთი დონის პროექტში შვეიცარიელებთან ერთად ადგილობრივი საწარმო ჩაერთო,“ - აცხადებენ „ჯი-ემ-პი“-ში.
ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს საქართველოში და ევროკავშირის ტერიტორიაზე აწარმოებს. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 20-მდე ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“ პროდუქტები პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.