ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სახაზინო ვალდებულებები 168-დღიანი ვადიანობისაა.
აუქციონში მონაწილეობა 4 კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 26 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.220 პროცენტით, მაქსიმალური 8.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.986 პროცენტით განისაზღვრა.