საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2010 წლის იანვარ-აპრილში 1 მლრდ 870 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სტატაისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს, 17 პროცენტით აღემატება.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, 51 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი და 466 მლნ აშშ დოლარი შეადინა.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იგი 9 პროცენტითაა გაზრდილი და 1 მლრდ 404 მლნ აშშ დოლარზე ფიქსირდება.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-აპრილში 938 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24 პროცენტით შემცირდა, ექსპორტი 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 29 პროცენტით შემცირდა.
რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, იგი 38 პროცენტით ნაკლები დაფიქსირდა, ვიდრე 2008 წლის შესაბამის პერიოდში იყო.