ეგვიპტე ყაზახეთიდან ხორბლის მარცვლის შეტანას საქართველოზე გავლით გეგმავს.
ამის შესახებ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველო კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ქართულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ხორბალი ეგვიპტეში შავი ზღვის გავლით და ბათუმის რკინიგზის გავლით შევიდეს.
"ჩვენ ყაზახეთიდან ხორბლის მარცვალი ძალიან გრძელი, შემოვლითი გზით მათ შორის რუსეთზე გავლით შეგვაქვს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოკლე გზის მოძებნა და ამისთვის ძალიან კარგი იქნება თუ ბათუმის რკინიგზას გამოვიყენებთ და მარცვლეულს ტრანსპორტირებას შავი ზღვით შევძლებთ. ეს საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნება და ჩვენც იაფი დაგვიჯდება", - განაცხადა აჰმედ აბულ გეითმა.
მისვე თქმით აღნიშნულთან დაკავშირებით იგი წერილობით საქართველოს და ეგვიპტის პრეზიდენტებს მიმართავს.