"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით იაკობიძემ სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას პარტიის ლიდერი, დეპუტატი გია თორთლაძეც ესწრებოდა.
მერობის კანდიდატის პროგრამა ყველა სფეროს მოიცავს, თუმცა აქცენტი ეკონომიკური საკითხებზე კეთდება, რადგან იაკობიძის აზრით ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა.
"ეს არის საკმაოდ სრულყოფილი სისტემა იმისათვის, თუ რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ამ პრობლემების გადასაწყვეტად", - განაცხადა გია თორთლაძემ.