აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს ეროვნული კანონმდებობის შესაბამისად და გამოძიების შედეგებს აცნობებს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის მონაწილეებს, ამის შესახებ ნათქვამია ჟენევის დისკუსიების შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავდროულად, განცხადებაში პოზიტიურად აღის შეფასებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის აღდგენის კომისიის შეხვედრები.
ჟენევის დისკუსიის “მონაწილეები მიესალმებიან მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აფხაზეთის ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის აღდგენას. 19 მაისს საქართველო-აფხაზეთის საზღვრის რაიონში მომხდარი ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, გამოითქვა იმედი, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს ეროვნული კანონმდებობის შესაბამისად და გამოძიების შედეგებს აცნობებს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის მონაწილეებს”, - ნათქვამია განცხადებაში.