საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა ნეგატიური პროგნოზის მქონე ქვეყნების სიიდან საქართველოს რეიტინგი ამოიღო და ქვეყნის რეიტინგი "B+"-ის დონეზე დაამტკიცა.
Fitch-ი ნგატიურ რეიტინგს 2008 წლის აგვისტოდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ინარჩუნებდა.
2008 წლის აგვისტოში სააგენტო Standard & Poor's (S&P) -მა საქართველოს რეიტინგი "B+"-დან "B"-მდე შეამცირა. თუმცა სექტემბერში საქართველოს რეიტინგი ნეგატიური პროგნოზის სიიდან ამოიღო. 2010 წლის აპრილში შ&P-მა საქართველოს სუვენერული რეიტინგი "B"-დან "B+"-მდე, პროგნოზით "სტაბილური" გაზარდა და საქართველოს ეკონომიკის სიმყარესა და მისი ზრდის პერსპექტივის შესახებ მიანიშნა.
საერთაშორისო სააგენტოების რეიტინგით სახელმწიფოების ეკონომიკების კრედიტუნარიანობა და მისი საინვესტიციო მიმზიდველობა განისაზღვრება.