ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა. საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 24 მაისის მდგომარეობით, ოპეკის "კალათის" ფასი ბარელზე 0,12 აშშ დოლარით გაიზარდა და 68,59 აშშ დოლარი შეადგინა.
ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ბარელზე 140,73 აშშ დოლარი შეადგენს, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.