საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, 491 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა.
სტატისტის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 12 პროცენტითაა გაზდრილი.
საანგარიშო პერიოდში ევროკავშირთან ექსპორტი 29 პროცენტით გაიზარდა და 99 მლნ აშშ დოლარი შეადინა, ხოლო იმპორტმა 8 პროცენტით მოიმატა და 392 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 21 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის სავაჭრო დეფიციტის 31 პროცენტი.
დსთ-ის ქვეყნებთან კი, იანვარ-აპრილში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 599 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია.
დსთ-ს ქვეყნებთან ექსპორტი 56 პროცენტით გაიზარდა და 170 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო იმპორტის მატებამ 13 პროცენტი შეადგინა და 429 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.