საფრანეგთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი გულშემატკივრების ჯგუფის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. "ფრანს პრესის" ინფორმაციით, 14 ივნისს მარსელთან სამართალდამცველებმა 29 რუსი გულშემატკივარი გააჩერეს და დოკუმენტები შეუმოწმეს.
საფრანგეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ფეხბურთის გულშემატკივრები შესაძლოა, ევრო-2016-ის მიმდინარეობის დროს საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.
რუსი გულშემატკივრების ქვეყნიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება მთავრობამ 11 ივნისს ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩის შემდეგ მომხდარი არეულობის გამო მიიღო.
რუსეთის გულშემატკივრათა გაერთიანების ხელმძღვანელი ალექსანდრ შპრიგინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. მისი განცხადებით, საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყნიდან რუსეთის 50 მოქალაქის გაძევებას გეგმავს, მათ შორის ქალების, რომლებსაც არეულობებში მონაწილეობა არ მიუღიათ.