"საქართველოს ბანკმა" თბილისში ახალი საავადმყოფოს მშნებლობის დასასრულებლად 5.8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი გასცა.
თანხა "მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკის" მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რომელიც წინანდლის ქუჩაზე, "არამიანცის" საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
საავადმყოფოს მშნებელობა 4,435 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს, იგი მრავალპროფილური კლინიკაა იქნება, რომელიც მოიცავს ტრავმატოლოგია-ორთოპედიას, მუცლის და გულმკერდის ქირურგიას, ნეიროქირურგიას, ნევროლოგიას, ოფთალმოლოგიას, ყბა-სახის ქირურგიას, სხივოთერაპიას, ენდოვასკულარულ ნეიროქირურგიას, დიაგნოსტიკას, ლაბორატორიას, სისხლის ბანკს, ტრახითერაპიას, ნუკლეალური მედიცინას, ონკოგემატოლოგიას, ქიმიოთერაპიას, დღის სტაციონარს, პოლიკნილიკასა და ენდოსკოპიურ ქირურგიას.
საავადმყოფო 12 სართულზე განთავსდება და იგი 205 საწოლზე იქნება გათვლილი. "მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკის" მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
2010 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორაციულ კლიენტებზე გაცემული სესხები 951 მლნ ლარს შეადგენს, რაც 9.4 პროცენტით მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.