ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოში ექსპორტის ხელშეწყობის სამსახური შეიქმნა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი მატკავა დღეს, 25 მაისს, ბრიფინგს გამართავს.
ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები ადგილობრივი მწარმოებლებისა და ექსპორტიორების საინფორმაციო მხარდაჭერა; ადგილობრივ მწარმოებლებსა და უცხოელ მყიდველებს შორის კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა; საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია იქნება.
სამსახური ასევე, ტრეინინგებისა და სემინარების მეშვეობით, ქართული კომპანიების საექსპორტო პოტენციალის გარზდაზეც იმუშავებს.